შასი.
შასი შედგება ტრანსმისიისაგან, სავალი ნაწილისაგან და მართვის მექანიზმებისაგან.
ტრანსმისიაში შედის: გადაბმა, გადაცემათა კოლოფი, კარდანული გადაცემა, მთავარი გადაცემა, დიფერენციალი და ნახევარღერძები.
სავალი ნაწილი ავტომობილის საყრდენს წარმოადგენს. მას მიეკუთვნება: წინა ხიდი, უკანა ხიდი, საკიდარი და ბორბლები.
მართვის მექანიზმებია: საჭე და მუხრუჭი.