571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 199
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

დამატება. 

 

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს ტესტირების ცენტრი. ფირნიში ავტომობილზე თავსდება საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში. 

2. მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი მიანიშნებს ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯვის მკვეთრ მომატებაზე. 

3. გამონაბოლქვ აირებში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა შემცირდება, თუ გამოყენებული იქნება ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება, ასევე ხარისხიანი და არაეთილირებული საწვავი. 

4. დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და ჭრიალი მიუთითებს სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთაზე. 

5. საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს საწვავის ხარჯის მატება, საჭით მართვის გაძნელება, საბურავების გადახურება. 

6. უსაფრთხოების ღვედი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის დროს 1) აღკვეთს მძღოლისა და მგზავრების ინერციით გადაადგილებას, შესაბამისად მათ შეჯახებას სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დეტალებზე და სხვა მგზავრებთან, 2) მძღოლსა და მგზავრებს აკავებს პოზიციაში, რომელიც უზრუნველყოფს აირბაგების უსაფრთხოდ გახსნას. 

7. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას ჩართული პირველი გადაცემით ხანგრძლივი გაქანების დროს საწვავის ხარჯი იზრდება. 

8. საწვავის ნაკლებ ხარჯს უზრუნველყოფს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მდორე აჩქარება მდორე შენელებით. 

9. სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს ადგილის რელიეფი, მოძრაობის ინტენსივობა, ატმოსფერული პირობები, შეზრუდული ხილვადობა, არასაკმარისი ხილვადობა, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა. 

10. მსუბუქი ავტომობილის შიგა უკუხედვის სარკის გამოყენებისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ: 1. სარკე დარეგულირებული უნდა იყოს მძღოლის სიმაღლის მიხედვით, 2. ამობურცული სარკე საგნებს უფრო დაშორებულად გვიჩვენებს, ვიდრე სინამდვილეშია, 3. სარკეს გააჩნია "უხილავი უბნები", რის გამოც იგი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს მხედველობის არეს და გამსწრები სატრანსპორტო საშუალების თვალის მიდევნებას. 

11. ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა. 

12. დღე–ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისას შემხვედრი ტრანსპორტის სიჩქარეს აღვიქვამთ უფრო ნაკლებად ვიდრე რეალურადაა. 

13. აღმართზე მოძრაობის დაწყებისას სადგომი მუხრუჭის ბერკეტის დაშვება მიზანშეწონილია მოძრაობის დაწყებასთან ერთდროულად. 

14. მოძრაობის სიჩქარის გაზრისას სალტეების გზასთან ჩაჭიდების ძალა მცირდება. 

15. საჭეზე ხელების სწორი განლაგება ნაჩვენებია მეორე ნახატზე. 

16. თუ სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია თავის დასამაგრებლებით, ისინი დარეგულირებული უნდა იყოს ისე, რომ მძღოლის და მგზავრების თავები მას ეყრდნობოდეს კეფის არეში. 

17. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია თავის დასამაგრებლებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობის დაწყების წინ დარწმუნდეს, რომ მისი და მგზავრების თავები სამაგრებს ეყრდნობა კეფის არეში. 

18. დიდი ხნის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობა აქვეითებს კონცენტრაციასა და მაღალი სიჩქარის შეგრძნებას. მძღოლს მისი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მიაჩნია უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია. 

19. სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას მძღოლის მხედველობის არე ვიწროვდება. 




Copyright MyCorp © 2024