571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 195
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

სასწავლო სვლა. 

 

1. სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე, აგრეთვე იმ გზებზე, რომელთა სიასაც დადგენილი წესით ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.  

2. სასწავლო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხდება პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა), უნდა აღიჭურვოს ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით, აგრეთვე უკუხედვის სარკით. ასეთ სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი.  

3. გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყის ჩვევებს. ინსტრუქტორ-მასწავლებელს გზაზე სასწავლო სვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ პირმა (მოსწავლემ) საკმარისად აითვისა სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევები.  

4. პირი, რომელიც სწავლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკულ მართვას, უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ასაკობრივ ზღვარზე არაუმეტეს 2 წლით უმცროსი.  

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება მოტოციკლზე, სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანაზე.  

6. მოტოციკლით, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანითა და სასოფლო-სამეურნეო მანქანით სასწავლო სვლა ნებადართულია მხოლოდ დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე.




Copyright MyCorp © 2024