მოსახვევებში და უსწორმასწორო გზაზე მოძრაობისას მარჯვენა და მარცხენა ბორბლები სხვადასხვა მანძილს გადიან. ამ ფუნქციას ახორციელებს დიფერენციალი. დიფერენციალის ძირითადი ნაწილებია: დიფერენციალის კოლოფი, ნახევარღერძის ორი კბილანა, და სატელიტები. დიფერენციალის კოლოფი დამაგრებულია მთავარი გადაცემის ამყოლ კბილანაზე და მასთან ერთად ბრუნავს. ნახევარღერძის კბილანები დაკავშირებულია ნახევარღერძებთან და მათი საშუალებით აბრუნებენ წამყვან ბორბლებს.