მთავარი გადაცემა.
უკანა წამყვანხიდიანი ავტომობილის კარდანული ლილვი და ნახევარღერძები ერთმანეთის მიმართ განლაგებულია 90°–იანი კუთხით. ასეთ ავტომობილებში მთავარი გადაცემის დანიშნულებაა გაზარდოს ბრუნვის სიმძლავრე და 90°–იანი კუთხით გადასცეს ნახევარღერძებს. წინა წამყვანხიდიან ავტომობილებში მთავარი გადაცემა მხოლოდ ბრუნვის სიმძლავრეს ზრდის. მთავარი გადაცემის ძირითადი ნაწილებია: კარტერი, წამყვანი კბილანა და ამყოლი კბილანა. მთავარი გადაცემის კარტერში ჩასხმულია სატრანსმისიო ზეთი.