ავტომობილის ძარა.
მსუბუქი ავტომობილის ძარა წარმოადგენს ავტომობილის საბაზო ნაწილს. ძარის ძირითადი ნაწილია ფოლადის კარკასი, რომელზეც გარედან მაგრდება ფრთასხმულობა, კარები, ძრავის და საბარგულის სახურავები, ბამპერები, მინები, განათების ხელსაწყოები და სხვა ნაწილები, ხოლო შიგნიდან მოპირკეთებულია მძღოლისათვის და მგზავრებისათვის კომფორტის შესაქმნელად. ძარის წინა ნაწილში მოთავსებულია ძრავი, უკანა ნაწილი წარმოადგენს საბარგულს, ხოლო შუაში განლაგებულია სალონი მძღოლისა და მგზავრებისათვის. სალონში მოთავსებულია სავარძლები და ავტომობილის სამართავი მოწყობილობები.