აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა როდესაც:
1. არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან დღე-ღამის ბნელ დროს გზის გაუნათებელ უბანზე მწყობრიდან გამოვა ახლო და შორი განათების ფარები ან საგაბარიტო მაშუქები. 2. ტრანსპორტის მინები დამუქებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით. 3. საქარე მინაზე მძღოლის მხარეს მინის მწმენდის მოქმედების არეში ბზარები და ლაქებია. 4. მძღოლის მხარეს მინის მწმენდები და ჩამრეცხები არ მუშაობენ დადგენილი რეჟიმით ნისლის, წვიმის ან თოვის დროს. 5. გაუმართავია საჭის სამართავი მექანიზმი ან მისი გამაძლიერებელი. 6. გაუმართავია მუშა სამუხრუჭო სისტემა. 7. დარღვეულია ჰიდრავლიკური მუხრუჭის ჰერმეტულობა. 8. არ მუშაობს პნევმატური და პნევმო-ჰიდრავლიკური მუხრუჭის მანომეტრი. 9. გაუმართავია საწევარისა და მისაბმელის გადასაბმელი მოწყობილობა. 10. დისკები გაბზარულია. დისკებზე აკლია თუნდაც ერთი ჭანჭიკი ან ქანჩი ან სუსტადაა მოჭერილი 11. ავტომობილის ერთ ღერძზე დაყენებულია სხვადასხვა პროტექტორის ნახატის მქონე სალტეები. 12. მსუბუქი ავტომობილის.სალტეების პროტექტორის ნარჩენი სიმაღლე ნაკლებია 1,6 მმ–ზე. 13. ხელით მართვადი მუხრუჭის საკონტროლო სარქველი არადამაკმაყოფილებლად მოქმედებს, ხდება გაჟონვა, მისი მაკონტროლებელი დაზიანებულია, დეფორმირებულია ან ზედმეტად გაცვეთილია. 14. ხრუტუნა მექანიზმი გაუმართავია, ბერკეტს აქვს ზედმეტი სვლა.
აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია როდესაც:
1. არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი. 2. მინის მწმენდები და ჩამრეცხები არ მუშაობენ დადგენილი რეჟიმით მშრალ ამინდში. 3. დარღვეულია კვების სისტემის ჰერმეტულობა. 4. გაუმართავია გამონაბოლქვი აირების განდევნის სისტემა, მაყუჩი და ნამწვი აირები ჟონავს შეერთებებიდან. 5. სადგომი მუხრუჭი ვერ უზრუნველყოფს 23 % - იან დაღმართზე აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი მსუბუქი ავტომობილების უძრავ მდგომარეობას. 6. არ არის ან დაზიანებულია კონსტრუქციით გათვალისწინებული მინები ან უკანა ხედვის სარკეები. 7. უსაფრთხოების ღვედები არამუშა მდგომარეობაშია. 8. მსუბუქი ავტომობილის საჭის მექანიზმში ჯამური ფოლხვა აღემატება 10 გრადუსს 9. გარე-სანათი ხელსაწყოების რაოდენობა, ტიპი, ფერი, განლაგება და მუშაობის რეჟიმი არ შეესაბამება კონსტრუქციის მოთხოვნებს. 10. აირბალონებს გაუვიდა პერიოდული შემოწმების ვადა. 11. სალტე ზომით ან დასაშვები დატვირთვით არ შეესაბამება ტრანსპორტის მოდელს. |