კარდანული გადაცემა.
კარდანული გადაცემა საჭიროა ერთმანეთისაგან დაშორებული ერთი აგრეგატიდან მეორეზე ბრუნვის გადასაცემად. მაგ; უკანა წამყვანხიდიან ავტომობილში გადაცემათა კოლოფიდან მთავარ გადაცემას ბრუნვა სწორედ კარდანული გადაცემით გადაეცემა. კარდანული გადაცემა ბრუნვას გადასცემს ცვალებადი კუთხით და ცვალებადი სიგრძით. კარდანული გადაცემის ძირითადი ნაწილებია ლილვი და სახსრები. სახსარში შედის: ჯვარა, ჩანგლები და ნემსა საკისრები.