571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 199
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სავალი ნაწილი.



     სავალი ნაწილი ავტომობილის საყრდენს წარმოადგენს. მას მიეკუთვნება: ავტომობილის ჩარჩო, საკიდარი და ბორბლები.

 

ჩარჩო.


    მსუბუქ ავტომობილს ჩარჩო არ გააჩნია. მის ფუნქციას ასრულებს ძრავის კარკასი. კარკასი არის ძარის შემადგენელი ნაწილი. მასზე დამაგრებულია მსუბუქი ავტომობილის ყველა აგრეგატი, მოწყობილობა, მექანიზმი და სისტემა.

 

 

საკიდარი.

 

     საკიდარი გამოიყენება ბორბლების ძარასთან დრეკადი დაკავშირებისათვის. დრეკად ელემენტებად იყენებენ რესორებს, ზამბარებს და პნევმატურ ბალიშებს.
 


     საკიდარი არბილებს გზიდან მოქმედ დარტყმებს და ბიძგებს. ამ რხევების და ბიძგების ჩახშობა ხდება ამორტიზატორის და განივი მდგრადობის სტაბილიზატორის საშუალებით. დრეკადი საკიდარი კომფორტულს ხდის მგზავრობას. (ვიდეო),(ვიდეო)
 
ბორბალი.


      ავტომობილი გზასთან კონტაქტშია ბორბლების საშუალებით. თანამედროვე ავტომობილის ბორბლებში ჩატუმბულია ჰაერი, რაც არბილებს უსწორმასწორო გზიდან წარმოქმნილ ბიძგებს. ბორბალი შედგება ლითონის დისკოსგან და რეზინის სალტისგან.



 

     სალტე კონსტრუქციულად წარმოადგენს შედგენილ დეტალს. მისი ძირითადი ნაწილებია: პროტერტორი, კაპრონის კორდი, მავთულის ბადე, კარკასი და ბორტები. პროტექტორი არის სალტის ის ნაწილი, რომლითაც იგი ეხება სავალ ნაწილს. პროტექტორს აქვს ღრმულები და შვერილები სავალ ნაწილთან უკეთ ჩაჭიდების მიზნით. ზამთარში ყინულზე მოძრაობისათვის იყენებენ კოტებიან სალტეებს, თოვლში მოძრაობისათვის კი საუკეთესოა ჯაჭვების გამოყენება.


 


 

 




Copyright MyCorp © 2024