571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 179
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

 გაჩერება და დგომა.

 

1. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა აკრძალულია ველობილიკზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლზე, ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე (თუ არ არის 7.4 საგზაო ნიშანი და შესაბამისი საგზაო მონიშვნა) ან გზისპირზე.  

2. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია:  ა) თუ სალიანდაგო გზების არსებობის გამო მარჯვენა მხარეს გაჩერება შეუძლებელია;  ბ) დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე;  გ) ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე (სატვირთო ავტომობილის ცალმხრივი მოძრაობის გზის მარცხენა მხარეს გაჩერება ნებადართულია მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს).  

3. სავალი ნაწილის შუაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ ადგილებში.  

4. სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნება­დარ­თულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს.

5. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის წესებს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.  

6. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება:  ა) გზის სავალ ნაწილზე:  ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს;  ა.ბ) გზაზე გამავალი ტრამვაისა და რკინიგზის ლიანდაგებზე ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლის მოძრაობა;  ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია;  ბ) ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის:  ბ.ა) ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია;  ბ.ბ) ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა;  ბ.გ) გზის სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურცული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია;  ბ.დ) იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის კიდის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრან­სპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია;  ბ.ე) იმ ადგილზე, სადაც იგი სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს;  ბ.ვ) ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნულ, დამატებითი მოძრაობის ზოლზე;   ბ.ზ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას;  გ) გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში;  დ) ამ კანონით განსაზღვრულ სხვა ადგილებში.  

7. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დგომა:  ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია;  ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს;  გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გამოყოფილ, 8.17 საგზაო ნიშნით აღნიშნულ სადგომზე;  დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან;  ე) ნებისმიერ ადგილას, სადაც სადგომზე მყოფი სატრანსპორტო საშუალება ხელს შეუშლის სხვა სატრანსპორტო საშუალების სადგომზე შესვლას ან სადგომიდან გამოსვლას;  ვ) დაუსახლებელ პუნქტში 2.1, 5.1 და 5.3 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზის სავალ ნაწილზე, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა;  ზ) დგომის ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში;  თ) შესაბამისი საგზაო ნიშნით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხის დარღვევით;  ი) საგზაო მონიშვნით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხის დარღვევით;  კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.  

8. მძღოლმა არ უნდა დატოვოს თავისი სატრანსპორტო საშუალება, თუ არ მიიღებს სიფრთხილის ყველა აუცილებელ ზომას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა ის უნებართვოდ არ იქნეს გამოყენებული.  

9. მოპედისაგან ან ორთვლიანი უეტლო მოტოციკლისაგან განსხვავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე საწევართან გადაბმული ან გადაუბმელი მისაბმელი, რომლებიც დაუსახლებელ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე გაჩერდნენ, მოახლოებულ მძღოლთა გასაფრთხილებლად აღნიშნული უნდა იქნენ გარკვეულ მანძილზე ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე დადგმული სულ მცირე ერთი მოწყობილობით, თუ:  ა) სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე ღამით ისეთ ადგილზე გაჩერდა, რომ მოახლოებულ მძღოლებს არ შეუძლიათ შენიშნონ დაბრკოლება, რომელსაც გაჩერებული სატრანსპორტო საშუალება ქმნის;  ბ) მძღოლი იძულებულია, გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია.  

10. იმ ადგილას იძულებითი გაჩერებისას, სადაც გაჩერება აკრძალულია, მძღოლმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა სატრანსპორტო საშუალების ამ ადგილიდან გასაყვანად.  

11. დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გათევის ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლების მიღმა.




Copyright MyCorp © 2019