571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 198
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება.

 

1. საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულებად დადგენილია მარჯვენა მხარეს მოძრაობა.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აუცილებელი შემთხვევების გარდა, მძღოლმა უნდა იმოძრაოს მხოლოდ იმ გზაზე, გზის სავალ ნაწილზე, მოძრაობის ზოლზე ან ბილიკზე, რომელიც მისი კატეგორიის (ან ქვეკატეგორიის) საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის არის განკუთვნილი.  

3. ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით ან/და 5.15.1, 5.15.2, 5.15.7 და 5.15.8 საგზაო ნიშნებით, ხოლო მისი/მათი არარსებობის შემთხვევაში – თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით. ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება გამყოფი ზოლის მარცხნივ არსებული სავალი ნაწილი, გამყოფი ზოლის არარსებობის შემთხვევაში − სავალი ნაწილის სიგანის ნახევარი, რომელიც განლაგებულია მარცხნივ. სავალი ნაწილის შუაში, მასთან ერთ დონეზე ტრამვაის ლიანდაგის მდებარეობისას, საპირისპირო მოძრაობის მხარეების გამყოფად მიიჩნევა საპირისპიროდ მოძრავი ტრამვაის ლიანდაგებს შორის წარმოსახვითი შუა ხაზი. საგზაო მონიშვნით აღნიშნული სამი მოძრაობის ზოლის მქონე ორმხრივმოძრაობიან გზაზე თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება მხოლოდ მარჯვენა მხარეს მდებარე მოძრაობის ზოლი, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის დადგენილი.  

4. გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, აგრეთვე ველოსიპედის ან სხვა უძრავო სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს, მათთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის ან ბილიკის არარსებობის შემთხვევაში, შეუძლიათ ისარგებლონ მოძრაობის მიმართულებით არსებული ნებისმიერი ამისთვის ვარგისი გზისპირით, თუ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.  

5. გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა გარემოება, უნდა იმყოფებოდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან ახლოს.  

6. თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა.  

7. სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით.  

8. ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც ოთხი მოძრაობის ზოლი მაინც აქვს, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გავიდეს იმ ზოლებზე, რომლებზედაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება.  

9.  თუ საგზაო ნიშნით მოძრაობის ზოლი განკუთვნილია ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის, ამ სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლებმა აღნიშნულ ზოლზე უნდა იმოძრაონ.  

10. დასახლებულ პუნქტში მძღოლს შეუძლია იმოძრაოს მისთვის უფრო მოსახერხებელ თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლზე. მოძრაობის ზოლის შეცვლა ნებადართულია მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის, მობრუნების, გასწრების ან გაჩერების მიზნით.  

11. დაუსახლებელ და დასახლებულ პუნქტებში სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა.  

12. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნებისმიერ სავალ ნაწილზე, თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სამი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობისას განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლის დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობისას, როცა სხვა მოძრაობის ზოლები დაკავებულია, აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით, ხოლო სატვირთო ავტომობილისათვის − მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მოძრაობის ზოლზე დგომა-გაჩერების მიზნით გასვლა შეიძლება მხოლოდ დასახლებულ პუნქტში.

13. ნელმავალი სატრანსპორტო საშუალება უნდა მოძრაობდეს განაპირა მარჯვენა ზოლზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი ახორციელებს დაბრკოლების შემოვლას ან გასწრებას, ან მარცხნივ მოხვევას ან მობრუნებას. ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით აღჭურვილ საგზაო-საექსპლუატაციო და კომუნალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებებზე მათ მიერ გზებზე სამუშაოების წარმოებისას.  

14. დასაშვებია მოძრაობის ზოლზე მოპედების ან/და უეტლო მოტოციკლების თანმხვედრი მიმართულებით ორ რიგად მოძრაობა.  

15.  მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი ყველა მოძრაობის ზოლი დაკავებულია, აგრეთვე დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების, ან მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.  

16. თუ სავალი ნაწილი მოძრაობის ზოლებად დაყოფილია საგზაო მონიშვნის ხაზებით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს მონიშნულ მოძრაობის ზოლებზე. საგზაო მონიშვნის (წყვეტილი ხაზების) გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ დაბრკოლების შემოვლის, გასწრების, მარცხნივ ან მარჯვნივ მოხვევის, გაჩერების ან მობრუნების მანევრის შესრულებისას.  

17. შესვლის მიზნით იმ სავალ ნაწილზე მოხვევის დროს, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ისე უნდა იმოძრაოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას განაპირა მარჯვენა მოძრაობის ზოლი დაიკავოს. სხვა მოძრაობის ზოლზე გადაჯგუფება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდება, რომ აღნიშნულ მოძრაობის ზოლზე ნებადართულია თანმხვედრი მოძრაობა.  

18. აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გვერდულაზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, ველობილიკზე, ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე. მოძრაობის უსაფრთხოების ზომების დაცვით ნებადართულია უშუალოდ გვერდულასთან, ველოსიპედის მოძრაობის ზოლთან, ველობილიკთან, ტროტუართან და ქვეითთა ბილიკთან განლაგებულ საწარმოსა და ობიექტთან ტვირთის მიმტანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უმოკლესი გზით მიდგომა, თუ ამისათვის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება საგზაო-საექსპლუატაციო და კომუნალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებებზე.

19. იმ სავალ ნაწილზე, რომლის განაპირა მოძრაობის ზოლი/ზოლები ან ველობილიკები განკუთვნილია განსაზღვრული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის, ტერმინი „სავალი ნაწილის კიდე“ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის ნიშნავს დარჩენილი სავალი ნაწილის კიდეს.




Copyright MyCorp © 2024